სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა

ილია მეორე - არ არის საჭირო, ადამიანმა დაწვრილებით უამბოს მოძღვარს, რა სცოდა და ვისთან

დალსრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა. ალილოს მონაწილეთა ჯგუფი რამდენიმე წუთის წინ საპატრიარქოსთან იმყოფებოდა.
საპატრიარქოს ჭიშკართან პატარებს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე შეხვდა. უწმინდესთან ერთად ბავშვებს გამოეგებნენ საქართველოს მთავრობის წევრები, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი.
პატრიარქმა პატარები დალოცა და იქ მყოფებს ნაკურთხი წყალი ასხურა. მათ ტკბილეული გადასცეს.
“გილოცავთ შობის დღესასწაულს. მთელი საქართველო დალოცვილი იყოს, დალოცვილი იყოს საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო”, – განაცხადა პატრიარქმა.
ალილოს მონაწილეები უკვე ბარათაშვილის ხიდთან იმყოფებიან. ახვლედიანის აღმართით ისინი პრეზიდენტის რეზიდენციასთან ავლენ, სადაც მათ პრეზიდენტი საახალწლო ნობათს გადასცემს.

banner
წინა სტატიაშიგაეროს უშიშროების საბჭო წყალბადის ბომბის გამოცდის გამო საპასუხო ზომებზე ფიქრობს
შემდეგი სტატიაპარიზში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც მათი ოფისის აფეთქებით იმუქრებოდა