გაეროს უშიშროების საბჭო წყალბადის ბომბის გამოცდის გამო საპასუხო ზომებზე ფიქრობს

გაეროს უშიშროების საბჭო წყალბადის ბომბის გამოცდის გამო საპასუხო ზომებზე ფიქრობს

გაეროს უშიშროების საბჭო წყალბადის ბომბის გამოცდის გამო საპასუხო ზომებზე ფიქრობსგაეროს უშიშროების საბჭომ ჩრდილოეთ კორეის მიერ წყალბადის ბომბის გამოცდის გამო გუშინ სასწრაფო სხდომა მოიწვია.
მას შემდეგ, რაც დაზუსტდა, რომ ფხენიანის მიერ გავრცელებული ინფორმაცია წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ სინამდვილეს შეესაბამება, გაერომ ჩრდილოეთ კორეის მიმართ საპასუხო ზომების მიღება გადაწყვიტა – ამის შეასხებ საგანგებო სხდომების მუდმივმა თავმჯდომარემ ელბიო როსელმა გააკეთა განცხადება.

სხდომაზე ფხენიანის მიერ ჩატარებულ გამოცდას “არსებული რეზოლუციის დარღვევა” უწოდეს.
“საბჭოს წევრებმა ადრეც გამოხატეს მზაობა ჩრდილოეთ კორეის მიმართ ზომების მიღების შესახებ, თუკი ის ატომური იარაღის გამოცდას ისევ განაგრძობდა” – განაცხადა მუდმივმა თავმჯდომარემ. მისივე თქმით, “სერიოზული დარღვევის გამო საბჭოს წევრები დაუყოვნებლივ დაიწყებენ მუშაობას ახალ რეზოლუციაზე, სადაც საპასუხო ზომები იქნება გაწერილი”.

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთომ) კორეის წყალბადის ბომბის გამოცდას “ატომური იარაღის გაფართოების შეწყვეტის რეჟიმზე გლობალური თავდასხმა” უწოდა. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის განცხადებით “ჩრდილოეთ კორეა საერთაშორისო თანამეგობრობის პრინციპებს ემუქრება და საფრთხის ქვეშ აყენებს რეგიონალურ და საერთაშორისო უსაფრთხოებას”.

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა გუშინვე შეშფოთება გამოთქვა გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით და სპეციალურ სამსახურებს დაავალა, ფაქტი გამოიძიონ – ამის შესახებ რუსული მედია წერს.
მედიის ცნობით, ვლადიმირ პუტინმა “დაავალა საგულდაგულოდ შეისწავლონ ყველა გამზომავი სადგურის მონაცემები, მათ შორის სეისმოლოგიური, და გააანალიზონ სიტუაცია იმ შემთხვევისთვის, თუკი ინფორმაცის დადასტურდება”.

ფხენიანმა წყალბადის ბომბის გამოცდის შესახებ ოფიციალური განცხადება გუშინ გააკეთა. “დღეს წყალბადის იარაღის პირველი წარმატებული ცდა ჩატარდა” – ოფიციალური განცხადებიდან ამონარიდი ადგილობრივი ტელევიზიის დიქტორმა წაიკითხა. “წყალბადის იარაღის ქონა ისტორიული მოვლენაა ჩრდილოეთ კორეისთვის”, ნათქვამია განცხადებაში.
ფხენიანმა პირობა დადო, რომ ის არ გამოიყენებს ატომურ იარაღს, თუკი მისი სუვერენიტეტი არ იქნება დარღვეული. “თუკი ჩვენი სუვერენიტეტი არ იქნება დარღვეული, ჩვენ ატომურ იარაღს არ გამოვიყენებთ” – ნათქვამია ქვეყნის ოფიციალურ განცხადებაში.

გუშინვე აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა ჩრდილოეთ კორეის ტერიტორიაზე 5,1 ბალის მიწისძვრა დააფიქსირა. სამხრეთ კორეის მეტეოროლოგიურმა სააგენტომ კი დააზუსტა, რომ ეპიდცენტრი იმ პოლიგონის ადგილმდებარეობას ემთხვევა, სადაც ფხენიანმა ბოლოს ატომური იარაღის გამოცდა ჩაატარა – 30 მილი პანგი-რისიდან.
აშშ-ს გეოლოგიურმა სამსახურმა მიწისძვრის სიღრმე დაადგინა, ის ზედაპირიდან 10 კილომეტრშია.

ეჭვი იმის შეასხებ, რომ ფხენიანს წყალბადის იარაღი აქვს, კიმ ჩენ ინის გავრცელებული ციტატის შემდეგ გაჩნდა: “ჩვენ შევძელით გავმხდარიყავით უდიდესი ატომური სახელმწიფო, რომელსაც შეუძლია დაიცვას დამოუკიდებლობა და ჩვენი სამშობლოს ეროვნული ღირსება ატომური და წყალბადის ბომბებით”. მაშინ ივარაუდეს, რომ ჩრდილოეთკორეელი ლიდერი “რიტორიკულად საუბრობდა”.

დღეს დილით კორეის ტელევიზიამ YTN-მ ეთერში წყალბადის ბომბის წარმატებული გამოცდის ფრაგმენტები აჩვენა

banner
წინა სტატიაში„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ პარტიის წარმომადგენელ დავით კირკიტაძის ძმის, ირაკლი კირკიტაძის დაკავების ფაქტს ეხმაურება
შემდეგი სტატიასრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა