პარიზში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც მათი ოფისის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც მათი ოფისის აფეთქებით იმუქრებოდა

პარიზში პოლიციამ მამაკაცი მოკლა, რომელიც მათი ოფისის აფეთქებით იმუქრებოდაპარიზში სამართალდამცველებმა შეიარაღებული მამაკაცი მოკლეს, რომელიც პოლიციის განყოფილებაში აპირებდა შეჭრას – ამის შესახებ საფრანგეთის შს სამინისტრო ავრცელებს ინფორმაციას.
უცნობს თან ჰქონდა დანა და უცნობი მოწყობილობა – შესაძლოა თვითმკვლელის ქამარი. განყოფილებაში შესვლისას ის ყვიროდა “ალაჰ აკბარ”.
“როიტერსის” ინფორმაციით, აღმოჩნდა, რომ მამაკაცს ქამრის მულიაჟი ეკეთა.
ბრიტანული სააგენტო წერს, რომ ინციდენტი მას შემდეგ მოხდა, რაც საფრანგეთის პრეზიდენტმა ფრანსუა ოლანდმა პარიზის მეორე ნაწილში სატირულ ჟურნალ Charlie Hebdo-სთან დაკავშირებით სიტყვა წარმოსთქვა.

ფრანგული მედიის ცნობით, პოლიციის განყოფილებაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ ქუჩას, სადაც განყოფილება მდებარეობს, პოლიციის ქვეგანაყოფებმა ალყა შემოარტყეს. მატარებლების და ორი მეტროს ხაზის მოძრაობა შეწყდა. გამვლელებს ბრძანება მიეცათ მაღაზიებში შეეფარებონათ თავი.

banner
წინა სტატიაშისრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ალილოს მონაწილეები დალოცა
შემდეგი სტატია“ქართულ ოცნებაში” ყველა იზიარებს, რომ გიორგი კვირიკაშვილი თავისი მონაცემებით ნამდვილად ლიდერია