სრულიად ფუჭია კობახიძის მიერ გასროლილი სიტყვები, რადგან ყველაფერს გადაწყვეტს ქართული საზოგადოება, რომელიც დარწმუნებული ვარ, უარს ეტყვის „ქართულ ოცნებას“ – გიგი წერეთელი

„მინდა შევახსენო ყველას, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, ჩვენი საზოგადოება, აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამ ყველაფრის გაგრძელება ამგვარად ეკონომიკა იქნება ეს თუ პოლიტიკური პროცესი.“ – ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, გიგი წერეთელი ირაკლი კობახიძის განცხადებას.

„ყველასთვის ცხადია, რომ „ქართული ოცნების“ მთავარი ამოცანა არის არა ქვეყნის განვითარება და მის მომავალზე ფიქრი, არამედ საკუთარ მომავალზე ფიქრი და საკუთარი ამ მავნებლური მმართველობის გაგრძელება. ამიტომ ვხედავთ ჩვენ აქ ჟონგლიორობას ციფრებით, პროპორციული არჩევნების დაპირებით, ჩვენი საზოგადოებისა და საერთაშორისო პარტნიორების გადაგდებით, მუდმივი კუნთების თამაშით, როდესაც ცდილობენ რომ საკუთარი მხარდამჭერების მობილიზება მოახდინონ და საბოლოო ჯამში მიაღწიონ იმას, რომ დადგნენ რომელიმე ერთი პარტიის წინააღმდეგ, ეს არის მათი აპრობირებული მეთოდი. მინდა შევახსენო ყველას, რომ გადაწყვეტილებას მიიღებს ხალხი, ჩვენი საზოგადოება, რომელსაც ნამდვილად აღარ უნდა და აბსოლუტურად უსაფუძვლოა ამ ყველაფრის გაგრძელება ამგვარად ეკონომიკა იქნება ეს თუ პოლიტიკური პროცესი. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ფუჭია ეს გასროლილი სიტყვები, ყველაფერს გადაწყვეტს ჩვენი ამომრჩეველი და ჩვენი ხალხი, დარწმუნებული ვარ ისინი უარს ეტყვიან „ქართულ ოცნებას“.“ – განაცხადა გიგი წერეთელმა

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა რუსთაველის თეატრის ხელმძღვანელად ისევ რობერტ სტურუა დანიშნა
შემდეგი სტატიარაქვიაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისგან“ შერიგებისთვის მზაობას ვერ ვხედავ