რაქვიაშვილი – „ნაციონალური მოძრაობისა“ და „ქართული ოცნებისგან“ შერიგებისთვის მზაობას ვერ ვხედავ

„გირჩის“ წევრის, სანდრო რაქვიაშვილის განცხადებით, მას არ სჯერა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ და მმართველი პარტია შერიგებისთვის მზად არიან.

როგორც რაქვიაშვილი აცხადებს, ამ ეტაპზე შერიგების მზაობა არ არის.

„არ მჯერა, შერიგების შეთავაზების გულწრფელობის მიუხედავად იმისა, რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანია. შერიგების ინიციატივას გარკვეული ულტიმატუმი მოჰყვა, რომ თუ ეს არ გაკეთდება, დაგამარცხებთ და ა.შ. ამ მომენტისთვის მზაობას ვერ ვხედავ ვერც „ნაციონალური მოძრაობიდან“ და ვერც „ქართული ოცნებიდან“, რომ შერიგება მოხდეს“, – განაცხადა რაქვიაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისრულიად ფუჭია კობახიძის მიერ გასროლილი სიტყვები, რადგან ყველაფერს გადაწყვეტს ქართული საზოგადოება, რომელიც დარწმუნებული ვარ, უარს ეტყვის „ქართულ ოცნებას“ – გიგი წერეთელი
შემდეგი სტატიაადვოკატების ინფორმაციით, მიხეილ სააკაშვილმა პროტესტი შეწყვიტა და ის მედიკამენტების მიღებას აგრძელებს