სროლა სტრასბურგში – ამ მომენტისთვის არსებული დეტალები

სტრასბურგში გამართულ საშობაო ბაზრობაზე 11 დეკემბერს, დაახლოებით ერთი საათის წინ, უცნობმა მამაკაცმა სროლა დაიწყო. დაღუპულია ერთი და დაჭრილია, სავარაუდოდ, ხუთი მოქალაქე -ამის შესახებ ინფორმაციას სამაშველო სამსახურები ავრცელებენ.

“დოიჩე ველე” ფრანგი ჟურნალისტის მიერ გამოქვეყნებულ “ტვიტერ” ბლოგზე დაყრდნობით წერს, რომ პოლიციამ ბოროტმოქმედი გააუვნებელყო. როგორც ჟურნალისტი ამბობს, ის მომხდარის თვითმხილველია.
სოციალურ ქსელებში წერენ, რომ ქალაქის ცენტრი გადაკეტილია. პოლიცია ხალხს სიმშვიდისკენ მოუწოდებს.
ევროპარლამენტში ყველა გასასვლელი და შესასვლელი დაკეტილია. “დოიჩე ველეს” კორესპონდენტი ამბობს, რომ მთელი დღის მანძილზე ევროპარალმენტში პოლიცია ყველა შემსვლელს საგულდაგულოდ ამოწმებდა. ის, ასევე, ქალაქის ცარიელი ქუჩის ფოტოს აქვეყნებს.

 

 

 

https://youtu.be/FxCVbvlMWx8

 

 

https://youtu.be/hDM4tN_Q4_Y

 

banner
წინა სტატიაშიTime-სმა “2018 წლის ადამიანებში” ჟურნალისტთა ჯგუფი დაასახელა
შემდეგი სტატიაფინელმა მეცნიერებმა ჰაერიდან საჭმელი გამოიყვანეს