Time-სმა “2018 წლის ადამიანებში” ჟურნალისტთა ჯგუფი დაასახელა

ჟურნალ Time-ის რედაქციამ “წლის ადამიანად” რამდენიმე ერთად დაასახელა. ისინი არიან ჟურნალისტები. მათ შორის, ოქტომბერში თურქეთში, საუდის არაბეთის საკონსულოში მოკლული ჯამალ ხაშოგი, ამერიკული გაზეთის Capital Gazette რედაქციის თანამშრომლები, რომელზეც ივნისში თავდასხმა მოხდა, ასევე, ფილიპინელი მარია რესსა და სააგენტო Reuters-ის კორესპონდენტები მნიამიში ვა ლონი და კია სო ოო – “თაიმმა” 11 დეკემბერს გაავრცელა. ჟურნალმა ყველა მათგანს სიმართლისათვის ბრძოლის დამცველები უწოდა.
Time “წლის ადამიანის” ტიტულს 1927 წლიდან ანიჭებს.

banner
წინა სტატიაშისაფრანგეთში საქართველოს საელჩო სტრასბურგში მყოფ საქართველოს მოქალაქეებს აფრთხილებს
შემდეგი სტატიასროლა სტრასბურგში – ამ მომენტისთვის არსებული დეტალები