ფინელმა მეცნიერებმა ჰაერიდან საჭმელი გამოიყვანეს

არის თუ არა შესაძლებელი საჭმელის პირდაპირ ჰაერიდან წარმოება? ფინელი მეცნიერების რევოლუციური იდეა ისეთი ამბიციურია, რომ უფრო მეტად მწერალ-ფანტასტის გამოგონებას, ან ზღაპარს გავს. თუმცა, მეცნიერული კუთხით, ამაში არაფერია წარმოუდგენელი. უფრო მეტიც, შესაბამისი ექსპერიმენტები დიდი ხნის წინ წარმატებით დასრულდა, ნიმუშები მიღებულია, 2021 წლისათვის კი “ჰაერის საჭმელის” საწარმოებლად ფაბრიკის აშენებაც იგეგმება – “ბიბისი” წერს.

ამ პროექტის უკან ლტუ-უნივერსიტეტის გამომგონებელთა ჯგუფი დგას, მათ სტარტაპს კი Solar Foods-ი ქვია. ამავე დროს, მეცნიერები მორიდებით აღნიშნავენ, რომ მხოლოდ ტექნოლოგია გამოიგონეს, თვითონ იდეა 1960 წელს დაიბადა, კოსმოსური ერის დასაწყისში.
ჰაერი, რომლითაც ვსუნთქავთ, გაჯერებულია გაზებით, აზოტით (N), ჟანგბადით (O) და ნახშირორჟანგით (CO2), ასევე, მასში შერეულია წყალი (H2O).
ზუსტად ამ ელემენტებისგან შედგება ნებისმიერი ცილა, ასე, რომ საჭმლის საწარმოებლად საჭირო პროდუქტი პირდაპირ ჰაერშია. ამოცანა, ფაქტობრივად იმაშია, როგორ უნდა მოხდეს მათი ატომების სწორი დაჯგუფება.

“ეს პროცესი, რაღაცით საფუარის გამოყვანას გავს” – პროექტზე მომუშავე ერთ-ერთი მეცნიერი, პროფესორი იუჰა-პეკა პიტკანენი ამბობს. უბრალოდ, აქ, შაქრის მაგივრად ელექტროენერგია და ნახშირორჟანგია საჭირო. ელექტროენერგიის დახმარებით წყლის მოლეკულები იხლიჩება და წყალბადი წარმოიშვება, რომელიც მიკროორგანიზმისთვის ენერგიის წყაროა. CO2 კი ნახშირორჟანგის წყაროა. ბაქტერიის ამ დეტალებისგან იწარმოება ცილები, ცხიმები, ვიტამინებიც კი – ამბობს მეცნიერი.

ქარხნის სიმძლავრე წელიწადში ერთი მილიონი ტონა იქნება, რაც დაახლოებით 5 მილიონ ადამიანს გამოკვებავს, ანუ, ფინეთის მთელ მოსახლეობას. სამომავლოდ, ტექნოლოგია სიღაბიბის დაძლევაში დაეხმარება ქვეყნებს, რადგანაც, საჭმლის წარმოება შესაძლებელია უდაბნოშიც და უკიდურეს აღმოსავლეთშიც.

banner
წინა სტატიაშისროლა სტრასბურგში – ამ მომენტისთვის არსებული დეტალები
შემდეგი სტატიაევროკავშირმა კიევს 500 მილიონი ევრო გამოუყო