სპეცრაზმელებმა “ტაბულას” ჟურნალისტს სცემეს

ჟვანიას ქუჩაზე, სპეცრაზმელებმა “ტაბულას” ჟურნალისტს, გიორგი ბადრიძეს სცემეს. ინფორმაციას თავად გამოცემა ავრცელებს და წერს, რომ ჟურნალისტს პირადი მობილური ტელეფონი წაართვეს, როცა ის სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და აქციას იღებდა.

გამოცემის ინფორმაციით, პირადი მობილურის ჩამორთმევის შემდეგ მან მუშაობა ოფისის მობილურით გააგრძელა, რომლის წართმევაც ასევე სცადეს, თუმცა მან უკან დააბრუნებინა.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები პარლამენტის მიდმებარედ დარჩენილ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook-ში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს მისდევენ, ძირს აგდებენ და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან.

banner
წინა სტატიაშისპეცრაზმელებმა “პუბლიკის” ჟურნალისტს სცემეს (video)
შემდეგი სტატიასპეცრაზმელებმა გამოცემა “აპრილის” ჟურნალისტსაც სცემეს