სპეცრაზმელებმა გამოცემა “აპრილის” ჟურნალისტსაც სცემეს

პარლამენტთან სპეცრაზმელებმა გამოცემა “აპრილის” ჟურნალისტს, გიორგი ბასხაჯაურსაც სცემეს. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა ავრცელებს.

“მცემეს, პირადარასტს მეძახდნენ, გააჯვი აქედანო, წავიქეცი და ზემოდან მირტყამდა რამდენიმე რობოკოპი. წაქცეული რომ ვიყავი და მირტყამდნენ, ვეუბნებოდი, რომ ჟურნალისტი ვარ. პიდარასტს მეძახდნენ, მეუბნებოდნენ, რომ ჭკუას ვისწავლი და მერე გამომიშვეს,” – ამბობს ბასხაჯაური.

სპეცდანიშნულების რაზმის წევრები პარლამენტის მიდმებარედ დარჩენილ აქციის მონაწილეებს ფიზიკურად გაუსწორდნენ.

Facebook-ში ვრცელდება ვიდეოები, სადაც ჩანს, რომ სპეცრაზმელები მოქალაქეებს მისდევენ, ძირს აგდებენ და შემდეგ ფიზიკურად უსწორდებიან.

 

banner
წინა სტატიაშისპეცრაზმელებმა “ტაბულას” ჟურნალისტს სცემეს
შემდეგი სტატიანიკო კვარაცხელიას დედა: ნუ დაგვიხოცავთ შვილებს, ნუ წაართმევთ მომავალს! არა რუსულ კანონს!