პარლამენტთან, რუსული კანონის საწინააღმდეგო აქციაზე, სპეცრაზმელებმა “პუბლიკის” ჟურნალისტს, ალექსანდრე ქეშელაშვილს სცემეს.
გამოცემის ცნობით, ალექსანდრე ქეშელაშვილი ადგილზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა და იღებდა, როგორ აკავებდნენ სპეცრაზმელები მოქალაქეებს. სამართალდამცველებმა მისი ტექნიკის დაზიანებაც სცადეს.