სპეცპროკურორი მიულერი, რომელიც რუსეთის ფედერაციისა და ტრამპის შეთქმულებას იძიებდა, გადადგა

სპეცპროკურორმა მიულერმა, რომელიც ტრამპის კომპანიისა და რუსეთის კავშირებსა და აშშ-ს საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის ჩარევას იძიებდა, განაცხადა, რომ თავის ოფისს ხურავს – Washington Post-ი წერს.
ოთხშაბათს მიულერი პირველად გამოვიდა თავისი გამოძიების შესახებ კომენტარებით – გამოძიება ორი წელი გრძელდებოდა. მან თქვა, რომ საზოგადოების წინაშე გამოდის, რადგანაც გამოძიება დასრულებულია, მისი ოფისი ფორმალურად იხურება, თავად კი, იუსტიციის სამინისტროს გადადგომის შესახებ განცხადებით მიმართა, რომ “პირად ცხოვრებას დაუბრუნდეს”.
მან, ასევე, ახსნა, თუ რატომ არ წაუყენეს ბრალი დონალდ ტრამპს. მისი თქმით, ამის საშუალებას ქვეყნის იუსტიციის სამინისტროს წესები არ იძლევა, რომ კონსტიტუცია “სხვა პროცესს ითხოვს, ვიდრე სისხლის სამართლის კანონი მაშინ, როცა საუბარია ქვეყნის პრეზიდენტისთვის ბრალის წაყენებაზე”. გარდა ამისა, მან, ასევე თქვა, რომ მისმა უწყებამ “არასაკმარისი მტკიცებულებები მოიპოვა” იმისთვის, რომ ტრამპისა და რუსეთის შეთქმულება დაემტკიცებინა.

მიულერის განცახდების შემდეგ დონალდ ტრამპმა საკუთარ “ტვიტერზე” დაწერა: “საქმე დახურულია! მადლობა”.

banner
წინა სტატიაშიანაკლიის პორტის მშენებლობა ჩერდება?!
შემდეგი სტატიარუსეთი და სერბეთი ნატოს კოსოვოში სიტუაციის დაძაბვაში სდებენ ბრალს