ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩერდება?!

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2019 00:48

ანაკლიის პორტის მშენებლობა ჩერდება?!

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ განცხადებას ავრცელებს, რომელშიც ეხმიანება მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროს მიერ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.

როგორც განცხადებაშია აღნიშნული, თუ ამ ფაქტს არ მოჰყვა მთავრობის მხრიდან რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პროექტი შეჩერდება.

„დღეს მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით შევიტყვეთ ამა წლის 2 მაისს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ქალაქ ფოთში ახალი ღრმაწყლოვანი, მრავალფუნქციური ნავსადგურის მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ. (ნებართვა გაცემულია „სს კორპორაცია ფოთის საზღვაო ნავსადგურის” – „ეიპიემ ტერმინალსის” შვილობილი კომპანიის სასარგებლოდ).

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის“, მისი პარტნიორებისა და ინვესტორებისთვის ეს ინფორმაცია შოკისმომგვრელია, რადგან აღნიშნული ბრძანება გაიცა 2 მაისს, ხოლო 21 მაისს მთავრობამ კონსორციუმთან ერთად მოლაპარაკებები გამართა საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებთან (EBRD, ADB, AIIB და OPIC) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის დაფინანსების თაობაზე და ამ ფაქტის შესახებ მთავრობის მხრიდან არანაირი ინფორმაცია არ გაჟღერებულა.

„ანაკლიის განვითარების კონსორციუმის” საერთაშორისო პარტნიორების მიერ უკვე გამოითქვა მწვავე შეფასებები აღნიშნულ ფაქტთან და მის დამალვასთან დაკავშირებით. შესაბამისად, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი” და ანაკლიის პორტის პროექტში მონაწილე მხარეები მიიჩნევენ, რომ თუ მთავრობის მხრიდან ამ ფაქტს არ მოჰყვა მყისიერი და რადიკალური რეაგირება, ანაკლიის პორტის პროექტი შეჩერდება”, – აღნიშნულია განცხადებაში.

 

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2019 00:48

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


9,509
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics