რუსეთი და სერბეთი ნატოს კოსოვოში სიტუაციის დაძაბვაში სდებენ ბრალს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2019 01:02

რუსეთი და სერბეთი ნატოს კოსოვოში სიტუაციის დაძაბვაში სდებენ ბრალს

რუსეთი და მისი მოკავშირე სერბეთი ნატოს კოსოვოში სიტუაცისს დაძაბვაში სდებენ ბრალს, სადაც სამშაბათს ადგილობრივმა პოლიციამ სერბებით დასახლებულ ჩრდილოეთ ნაწილში რეიდები ჩაატარა – Associated Press-ი წერს.
რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა, რომ ინციდენტი, რომელიც სამშაბათს მოხდა, პროვოცირებული იყო მათ მიერ, “ვისაც ბალკანეთსა და რუსეთს შორის სანიტარული დერეფნის გაკეთება სურს” და რომელსაც სურს “ყველას ნატოსკენ უბიძგოს” – ჟურნალისტებთან თქვა. მისი აზრით, ნატო და ევროკავშირი აკონტროლებენ კოსოვოს მთავრობას.

სამშაბათს, 28 მაისს, სერბეთის შეიარაღებულ ძალებში სამხედრო მზაობა გამოცხადდა. ეს მას შემდეგ მოხდა, რაც სერბეთის ტელევიზიით სიუჟეტი გავიდა იმის შესახებ, რომ კოსოვოს პოლიციამ ოპერაცია ჩაატარა ტერიტორიაზე, სადაც სერბები ცხოვრობენ. სერბეთის მთავრობის წარმომადგენელმა მარკო დიურიჩმა კოსოვოს პოლიციას სერბეთის მიერ არაღიარებული რესპუბლიკიდან სერბების გაყრის მცდელობაში დასდო ბრალი.
თავის მხრივ, კოსოვოს პოლიციამ განაცხადა, რომ კოსოვოს-მიტროვიცაში ორგანიზებულ დამნაშავეებთან ბრძოლის ფარგლებში ჩაატარა ოპეარცია, რომლის დროსაც ბანდამ პოლიციას “შეიარაღებული წინააღმდეგობა” გაუწია. ორი კოსოველი პოლიციელი დაშავდა. დააკავეს რამდენიმე სერბი, რომლებიც ბრალდებული არიან კორუფციაში, თანამდებობის ბოროტად გამოყენებასა და კონტრაბანდაში.

კოსოვოს პრემიერმა რამუშ ხარადინაიმ თავის “ტვიტერში” მოქალქეებს სიმშვიდისკენ მოუწოდა.
კოსოვოში ნატოს სარდლობის ქვეშ მყოფმა საერთაშორისო მისიამ KFOR განაცხადა, რომ მოვლენებს აკვირდება. ნატოს ძალებს საომარი მზადყოფნა არ გამოუცხადებია.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge მაისი 30, 2019 01:02

გამოკითხვა

ამჟამად არცერთი გამოკითხვა არ მიმდინარეობს.

Google სტატისტიკა


5,525
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics