სპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტია და კიდევ 4 პირი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს

თბილისში ჩატარებული სპეცოპერაციისას დაკავებული „დონბასის“ მებრძოლი ლუკა ჩხეტია და მასთან ერთად დაკავებული კიდევ 4 პირი, ალექსანდრე ნოვიკოვი, იური კოროსტელოვი, იგორ ორლენკო და როლანდ მელია თბილისის საქალაქო სასამართლომ 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

ბრალდებულებისთვის აღკვეთის ღონისძიების პატიმრობის შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს დაცვის მხარემ მიმართა, რასაც ბრალდების მხარეც დაეთანხმა.

რაც შეეხება კიდევ ორ დაკავებულს, ​დიმიტრი კურაგინსა და სერგეი კლადკოს, მათი საქმე აღნიშნული საქმიდან ცალკე წარმოებად გამოიყო და საპროცესო შეთანხმების დამტკიცების მიზნით გადაიდო. შემდეგი სასამართოლ სხდომა 12 მარტს, 11:00 საათზე ჩაინიშნა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თბილისში, ლიხაურის ქუჩაზე უკრაინის 7 მოქალაქე 2018 წლის 2 დეკემბერს დააკავა. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 236-ე მუხლის მე-3 და მე-6 ნაწილებით მიმდინარეობს, რა ჯგუფურად ცეცხლსასროლი იარაღის, საბრძოლო მასალის, ფეთქებადი ნივთიერების ან ასაფეთქებელი მოწყობილობის მართლსაწინააღმდეგო შეძენა, შენახვას გულისხმობს.

დაკავების ოპერაცია თბილისში, გამთენიისას, სასტუმრო “ალიანსში” ჩატარდა. დაკავებულთა შორისაა უკრაინაში, დონბასში მებრძოლი ქართველი ლუკა ჩხეტია. იგი ბოლო წლების განმავლობაში უკრაინაში, დონბასში იბრძოდა. მანამდე ის ავღანეთში სამშვიდობო მისიით ორჯერ იმყოფებოდა

banner
წინა სტატიაში“ოჯახის წევრები და მეგობრები აპროტესტებენ იმას, რაც დღეს მოხდა სასამართლოში”- თენგიზ ქობალიას ადვოკატი
შემდეგი სტატიათამარ ჩუგოშვილი – საგაზაფხულო სესიის პირველი კვირა იქნება მაგალითი, როგორი სახის მუშაობას უნდა ველოდოთ პარლამენტისგან მომავალ წლებში