“ოჯახის წევრები და მეგობრები აპროტესტებენ იმას, რაც დღეს მოხდა სასამართლოში”- თენგიზ ქობალიას ადვოკატი

დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე დაკავებული თენგიზ ქობალიას ოჯახი და ახლობლები პროკურატურასთან აქციას მართავენ.

გამოძიება თენგიზ ქობალიას იმას ედავება, რომ მან ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერის, ლაშა გოგიას და ვიცემერის, გია გულორდავას მიერ განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენის ფაქტი შეიტყო და ამის შესახებ სამართალდამცავ ორგანოებს არ აცნობა. დღეს გამართულ სასამართლო სხდომაზე, ქობალიას დაცვის მხარე, მისთვის აღკვეთის ღონისძიების 65 ათას ლარიანი გირაოთი შეცვლას ითხოვდა, თუმცა სასამართლომ მისი შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა და ის პატიმრობაში დატოვა.

„ოჯახის წევრები და მეგობრები აპროტესტებენ იმას, რაც დღეს მოხდა სასამართლოში. დაცვის მხარე ითხოვდა პატიმრობის შეცვლას გირაოთი, თუმცა სასამართლომ არცერთი ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა. იყო სხვადასხვა დოკუმენტები და მტკიცებულები, ასევე მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომ მისთვის პატიმრობა შეცვლილიყო, თუმცა სასამართლომ ჩვენი პოზიცია არ გაიზიარა, აქ არიან თენგოს მეგობრები, ოჯახის წევრები. მათი მოთხოვნა იყო რომ შეხვედროდნენ პროკურატურის წარმომადგენლებს, თუმცა სამწუხაროდ იქიდან გამოხმაურება არ ყოფილა.“- განაცხადა თენგიზ ქობალიას უფლებადამცველმა იოსებ ჯანაშიამ

banner
წინა სტატიაში“ამას ვერც თქვენ დაადასტურებთ იქ iPhone 5 იყო, iPhone 7, iPhone 10 თუ iPhone 4,” ამას დაადგენს გამოძიება”
შემდეგი სტატიასპეცოპერაციისას დაკავებული ლუკა ჩხეტია და კიდევ 4 პირი 2000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს