სპეციალური ვებ-გვერდი – vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, ამოქმედდა

ხვალიდან 1 დოლარის შეძენა 2.0307 ლარად იქნება შესაძლებელი

ფონდი „ქართუსა“ და მთავრობის მიერ დაანონსებული სოციალური სოლიდარობის აქტით, ე.წ. „შავ სიაში“ მყოფ 600 000-ზე მეტ საქართველოს მოქალაქეს ვალები ჩამოეწერება.

ფონდი „ქართუს“ ინფორმაციით, ამ ინიციატივის განსახორციელებლად, დღეს, სპეციალური ვებ-ვერდი (vali.ge) ამოქმედდა, სადაც მოქალაქეები საკუთარი მონაცემების გადამოწმებას შეძლებენ.

„იმის გათვალისწინებით, რომ აღნიშნული აქტის მიმართ საზოგადოებაში მაღალი მოლოდინი და ინტერესია, ვებ-გვერდს ამოქმედებისთანავე ძალიან ბევრი მომხმარებელი ეწვია, რამაც მისი გადატვირთვა და მუშაობის პროცესში გარკვეული ტექნიკური შეფერხება გამოიწვია.

აღნიშნული ხარვეზი ოპერატიულად აღმოიფხვრება და რა თქმა უნდა არავითარ გავლენას არ მოახდენს ვალების განულების პროცესზე.

აქვე დაინტერესებულ პირებისთვის განვმარტავთ, რომ მოქალაქეებს მომდევნო სამი კვირის განმავლობაში დაუბრკოლებლად შეეძლებათ აღნიშნული სერვისით სარგეებლობა, ისინი უპრობლემოდ შეძლებენ საკუთარი მონაცემების გადამოწმებას და 15-დან 31 დეკებრამდე 600 000-ზე მეტ ჩვენს თანამოქალაქეს ვალები სრულად გაუნულდება“, -ნათქვამია „ქართუს“ განცხადებაში.

banner
წინა სტატიაშისომხეთს არ სურს ნატოს წევრი გახდეს
შემდეგი სტატიაპაშინიანი: თქვეს რომ არჩევნები მოსაწყენი იყო