პაშინიანი: თქვეს რომ არჩევნები მოსაწყენი იყო

“ზოგიერთებმა ხუმრობით თქვეს, რომ არჩევნები მოსაწყენი იყო, და ეს ყველაზე კარგი შეფასებაა” – ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ნიკოლ პაშინიანმა დღეს თავის საარჩევნო შტაბში გამართულ პრეს-კონფერენციაზე განაცხადა. ნიკოლ პაშინიანის ბლოკმა “ჩემი გზა” გუშინ გამართულ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებზე ყველაზე მეტი ხმა აიღო. ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ წინასწარ გავრცელებული ინფორმაციით, არჩევნებში დასწრებადობა 48,63% იყო.

ამომრჩეველთა დიდმა უმეტესობამ 70,44%-მა ხმა “ჩემს გზას” მისცა. ყოფილ მმართველ რესპუბლიკურ პარტიას კი – 4,70%-მა. გარდა ამისა ხმები ასე გადანაწილდა: “მოქალაქის არჩევნები” – 0,68%, “დაშნაკცუტუნი – 3,89, “აყვავებული სომხეთი” – 6, 37%, “ქრისტიანულ-დემოკრატიული აღორძინება” – 0,51%, “ეროვნული პროგრესი” – 0,33%, “ჩვენ” – 2,00%, “სასნა ცრერი – 1,82%” -ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს

banner
წინა სტატიაშისპეციალური ვებ-გვერდი – vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, ამოქმედდა
შემდეგი სტატია,, არჩევნებს მძიმე ტვირთი დაედო მასწავლებელ ია კერზაიას გარდაცვალებით – საარჩევნო პროცესის დროს არავინ არ უნდა კვდებოდეს”