სომხეთს არ სურს ნატოს წევრი გახდეს

სომხეთის სურვილი არ არის ნატოს წევრი გახდეს, თუმცა, ალიანსთან კავშირს დაიჭერს – დღეს სომხეთის პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსურულებელმა ნიკოლ პაშინიანმა უცხოელ ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა.
“ჩვენ ნატოსთან გვაქვს ურთიერთობა, ის სამშვიდობო მისიებთან არის დაკავშირებული, მათ შორის, კოსოვოში, ავღანეთში და ჩვენ გავაგრძელებთ ამ თანამშრომლობას. მაგრამ ჩვენ ნატოსკენ არ ვისწრაფვით” – თქვა პაშინიანმა, რომლის ბლოკმაც გუშინ სომხეთში გამართულ არჩევნებზე ამომრჩევლების ხმების 70,45% მიიღო.

banner
წინა სტატიაშირომან გოცირიძე სამომავლოდ გაორმაგებული ხელფასების პროგნოზზე
შემდეგი სტატიასპეციალური ვებ-გვერდი – vali.ge, რომელიც საბანკო დავალიანებების ჩამოწერასთან დაკავშირებით შეიქმნა, ამოქმედდა