ავტორიტარიზმის აგონიური მდგომარეობაა, გადავიდნენ პირდაპირ ტერორზე – ჯაფარიძე

„თავდასხმა იყო მოულოდნელი, გვერდიდან, უკნიდან დამესხნენ თავს,“ – გია ჯაფარიძე მასზე თავდასხმის დეტალებს „რეაქციაში“ იხსენებს.

ჯაფარიძის თქმით, ავტორიტარული რეჟიმისთვისაა დამახასიათებელი ის, რაც დღეს ქვეყანაში ხდება – „ავტორიტარიზმის აგონიური მდგომარეობაა, ბოლო ფაზაა, გადავიდნენ პირდაპირ ტერორზე“.

ჯაფარიძის თქმით, კამერის წინ სცემეს, არსებობს კადრები, თუმცა ჯაფარიძე ამბობს, რომ ხელისუფლების ორგანიზებულია მასზე თავდასხმა, შესაბამისად, გამოძიების იმედი არ აქვს.

ფორმაში ვარ, ძალიან კარგად, ერთხელ კი უნდა გაილახო ქვეყნისთვის, ერთხელ კი არა ბევრჯერაც ერთხელ გალახული თუ არ ხარ და რამდენჯერმე დაჭერილი შენი ქვეყნისთვის, მგონი, არ უნდა ჩაითვალო კარგ მოქალაქედ. ტვინის შერყევა მაქვს, დაჟეჟილობები, მაგრამ ეს ყველაფერი გაივლის, მაგრამ რაღაცები არ გაივლის, მათ შორის ის ღალატი არ დაავიწყდებათ, რომელსაც ჩადიან და ჩადენას აპირებს საქართველოს ამჟამინდელი ხელისუფლება. თორემ იარები, დალურჯებები დროებითია, ღალატიო რჩება ისტორიას, იარები არ რჩება.
მეც მგონია, რომ ეს არის რუსული სტილის მაფიოზური სახელმწიფოს ჩამოყალიბების პროცესი, რა თქმა უნდა, ესეც არის ავტორიტარული რეჟიმის დეფინიციაში,“ – ამბობს ჯაფარიძე.

banner
წინა სტატიაში“ჩვენს პარტნიორებს ზოგიერთმა ძალიან ბევრი შეურაცხყოფა მიაყენა, თუნდაც დღეს, იმ ცარიელი სკამებით”-პრეზიდენტი “ოცნებაზე”
შემდეგი სტატიასპეციალური ფონდი საჯარო მოხელეებისთვის – რა ინიციატივით გამოდის ხაზარაძე