სოზარ სუბარმა ლაგვილავების 6-სულიან ოჯახს სამოთახიანი ბინა გადასცა

ლაგვილავების 6 სულიან ოჯახს, რომლებიც ნაქირავებ ბინაში, 23 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ, ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა ლტოლვილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა თბილისში, ახალაშენებულ კორპუსში, სამოთახიანი ბინა გადასცა.

მინისტრმა ოჯახი იტალიის ელჩთან ერთად მოინახულა და სიმბოლური საჩუქრებით დამდეგი შობა-ახალი წელი მიულოცა.

“მინდა შობა მივულოცო ამ ოჯახს და საქართველოს ყველა მცხოვრებს და მინდა დიდი მადლობა ვუთხრა იტალიის საელჩოს, რომელსაც ტრადიცია აქვს, ირჩევს დევნილ ოჯახებს და ჩვენთან ერთად მიდის და სიმბოლური საჩუქრები მიაქვს. ოთხი ბავშვია ამ ოჯახში და ეს ყოფილიყოს მათთვის სიკეთის წელი, მით უმეტეს, რომ უკვე ახალ წელს ვერ, მაგრამ ძველით ახალ წელს, 14-ში უკვე შეხვდებიან ახალ ოჯახში. შარშან ივლისში შეუვსიათ განაცხადი და ქულების სისტემა როგორც არის, დაჯამდა და მივხვდით, რომ რომ ოჯახს ეკუთვნოდა, დაურეკეს და მიიღეს სამოთახიანი ბინა. მინდა, სიკეთე ვუსურვო მომავალ წელს და იმის მომავალ წელს უკვე გალში დაბრუნებაზე ეფიქროთ”,- განაცხადა სოზარ სუბარმა.

მისივე თქმით, ბოლო ორი წელია სამინისტრომ დაიწყო საცხორებელი ფარეთების დაკანონება და 13 700 ოჯახს უკვე დაუკანონდა ბინები.

“ბოლო ოთხ წელიწადში რაც ხელისუფლებაშია “ქართული ოცნება”, ბინები მიიღო 8 ათასზე მეტმა ადამიანმა, მათ შორის 1 800-მა თბილისში, მაშინ როდესაც მანამდე საერთოდ არ გაიცემოდა ბინები თბილისში. მთლიანობაში დაკმაყოფილებულად ითვლებოდა დაახლოებით 35 000 ოჯახი, მათ შორის ისეთებიც, ვინც კოტეჯებში ცხოვრობდნენ შიდა ქართლში, ვინც კომპენსაციები მიიღეს და ძალით გამოყარეს საცხოვრებლებიდან. დასაკმაყოფილებელი არის კიდევ დაახლოებით 52 ათასი ოჯახი, თუმცა ეს არ ნიშნავს რომ ყველა მძიმე დღეშია. ეს არის ის რიცხვი, ვისაც ბინა სახელმწიფოსგან არ მიუღია, თუმცა მათ შორის არის ის, ვინც კარგ პირობებში ცხოვრობს, აქვს საკუთარი სახლი, ბიზნესი, შემოსავალი, დაახლოებით 15000 არის ისეთ მძიმე პირობებშია, 30 000 არის ისეთი,ვ ისაც სჭირდება სახელმწიფოს დახმარება”, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

banner
წინა სტატიაშიიზორია: უწყებაში ფინანსები არათანაბრად იყო განაწილებული, რაც ნატო-ს სტანდარტებისგან შორსაა
შემდეგი სტატიალავროვი პუტინს 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას სთავაზობს