ლავროვი პუტინს 35 ამერიკელი დიპლომატის გაძევებას სთავაზობს

რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვი პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს რუსეთიდან ამერიკის საელჩოს 31 და საკონსულოს 4 თანამშრომლის გაძევებას სთავაზობს აშშ-ს სანქციების საპასუხოდ, რომელიც რუსი ჰაკერების თავდასხმის გამო დაუწესა რუსეთს.
დღესვე გავრცელდა, რომ რუსეთის საპასუხო სანქციის ფარგლებში ინგლისურ-ამერიკული სკოლა ჩვეულებრივად იმუშავებს, რომელიც “სიენენის” ინფორმაციით უნდა დაეხურათ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ აშშ-მ ვაშინგტონიდან და სან-ფრანცისკოდან 35 რუსი დიპლომატი გააძევა , ამასთანავე, რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები გამოაცხადა – აშშ-ს პრეზიდენტმა ბარაკ ობამამ რუსეთის წინააღმდეგ ახალი სანქციები შემოიღო საპრეზიდენტო არჩევნების პერიოდში განხორციელებული კიბერშეტევების გამო. ორგანიზაცები, რომლებიც სანქციების ქვეშ მოექცნენ არიან რუსეთის უშიშროების ფედერალური სამსახური და მთავარი სადაზვერვო სამმართველო – აშშ-ს ფინანსთა სამინისტრო ავრცელებს.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარმა ლაგვილავების 6-სულიან ოჯახს სამოთახიანი ბინა გადასცა
შემდეგი სტატიაბრძოლა მოსულისათვის – ერაყის ჯარი ისევ თავდასხმაზე გადავიდა