სოზარ სუბარი: გიორგი პაპუაშვილის განცხადებები პირდაპირ ჯდება მიხეილ სააკაშვილის სცენარში

განცხადებები, რომელსაც საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე აკეთებდა, პირდაპირ ჯდება იმ სცენარში, რაც არის სააკაშვილის მიერ დაწერილი, რომ არჩევნებამდე დაძაბულობა და არეულობა შემოიტანოს ჩვენს საზოგადოებაში, – ამის შესახებ დევნილთა და განსახლების მინისტრმა სოზარ სუბარმა განაცხადა.

მისი თქმით, სააკაშვილმა იცის, რომ საპარლამენტო არჩევნებს წააგებს და „არასაარჩევნო“ გზებს ეძებს, თუმცა ყველა მცდელობა წყალში ჩაეყარა.

“ძალიან ცუდია, რომ მოხდა საკონსტიტუციო სასამართლოს დისკრედიტაცია და ეს გააკეთა პირველ რიგში, მისმა თავმჯდომარემ. მაგრამ ყველაფერი დალაგდება, დროებითი მოვლენაა. ადამიანები ინსტიტუციების ბედს ვერ განსაზღვრავენ დიდი ხნით. ინსტიტუცია არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომელიც უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის კონსტიტუციასთან შესაბამისობის გარანტი და იქნება კიდევაც, როგორც კი იქიდან პოლიტიკურ მოთამაშეები გავლენ. დღეს სამწუხაროდ, იქ პოლიტიკური მოთამაშეები ძალიან ბევრნი არიან”,- განაცხადა მინისტრმა.

 

banner
წინა სტატიაშიიზორია წითელაშვილზე – საქმე არ ეხებოდა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას
შემდეგი სტატია“სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი უახლოეს მომავალში საცხოვრებელ სახლს მიიღებს”