იზორია წითელაშვილზე – საქმე არ ეხებოდა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას

საქართველოს თავდაცვის ახალი მინისტრი ლევან იზორია ტრისტან წითელაშვილის საქმეზე კომენტარს აკეთებეს. მინისტრის განცხადებით, საუბარი ეხებოდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას:

“ბუნებრივია, პროკურატურისგან მიიღებთ ინფორმაციას ამ საკითხთან დაკავშირებით. რაც შეეხება ინფორმაციას იმის შესახებ, ჰქონდა თუ არა წითელაშვილს უფლება იქ შესვლის, გენშტაბის ხელმძღვანელმა ამაზე კომენტარი გააკეთა. მეც ვიყავი დაინტერესებული ამ თემით და რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, აქ საქმე ეხებოდა სარეჟიმო წესების დარღვევას და არა საიდუმლო ობიექტში შესვლის უფლების დარღვევას. მიუკერძოებელი სტრუქტურა, პროკურატურა ატარებს გამოძიებას და ამ გამოძიების შედეგად ყველა კითხვა იქნება პასუხგაცემული“, – განაცხადა ლევან იზორიამ.

banner
წინა სტატიაში95 ეკომიგრანტ ოჯახს სასოფლო-სამეურნეო მიწები და საცხოვრებელი სახლები დაუკანონდათ
შემდეგი სტატიასოზარ სუბარი: გიორგი პაპუაშვილის განცხადებები პირდაპირ ჯდება მიხეილ სააკაშვილის სცენარში