“სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი უახლოეს მომავალში საცხოვრებელ სახლს მიიღებს”

დევნილთა მინისტრის, სოზარ სუბარის განცხადებით, სოფელ ხურჩაში მოკლული გიგა ოთხოზორიას ოჯახი უახლოეს მომავალში საცხოვრებელ სახლს მიიღებს.

შევხვდით გიგა ითხოზორიას ოჯახს. შევთავაზეთ რამდენიმე ვარიანტი, ქირით ცხოვრობენ, უბინაოდ არიან 7-სულიანი ოჯახი. ერთ-ერთი ვარიანტი იყო, რომ ზუგდიდში, მშენებარე კორპუსში მივცემდით ბინას. მათ აირჩიეს, რომ ზუგდიდში, კერძო საცხოვრებელ სახლს შეიძენდნენ.

უბრალოდ, ჩვენ ეს საკითხი გავიტანეთ მთავრობაზე. ეს საკითხი არის გადაწყვეტილი, ოთხოზორიების ოჯახს ექნება ძალიან კარგი სახლი ზუგდიდის ცენტრში, მათ მიერვე არჩეული”, – განაცხადა სუბარმა.

banner
წინა სტატიაშისოზარ სუბარი: გიორგი პაპუაშვილის განცხადებები პირდაპირ ჯდება მიხეილ სააკაშვილის სცენარში
შემდეგი სტატიალევან იზორია: მე ვარ პოლიტიკოსი და ძალიან პრინციპული