სოროსის თქმით, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო გახდა ევროკავშირის დაშლის ფონზე

სოროსის თქმით, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო გახდა ევროკავშირის დაშლის ფონზე

6რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდ სახელმწიფოდ გადაიქცა ევროკავშირის დაშლის ფონზე – ასეთი აზრი გამოთქვა გუშინ ინვესტორმა და მილიონერმა ჯორჯ სოროსმა ლონდონში გამართულ ღონისძიებაზე, რომელიც რუსული ორგანიზაცია “ღია რუსეთის” და მიხეილ ხადარკოვსკის მიერ იყო ორგანიზებული.
ბიზნესმენმა შექმნილი მდგომარეობა საბჭოთა კავშირს შეადარა, რომლის ფონზეც ევროკავშირი ყვაოდა. მან ასეევ გამოთქვა აზრი, რომ ევროკავშირის ბედი სრულებით დამოკიდებულია უკრაინაზე -წერს Reuters-ი.

შეგახსენებთ, რომ ჯორჯ სოროსი სხვადსხვა განვითარებად ქვეყნებში დემოკრატიის მხარდამჭერ პროგრამებს აფინანსებს. ის 1970-იან წლებში გამდიდრდა. სოროსმა ჯიმ როჯერსთან ერთად შექმნეს ფონდი Quantum, რომელმაც 10 წელიწადში 4200%-იანი მოგება მოუტანა.

banner
წინა სტატიაშინინო ბურჯანაძე: ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე გამოძიების ახლა დაწყება სამარცხვინოა
შემდეგი სტატიაპოლონელ გენერალს, 2010 წელს კაჩინსკის სმოლენსკში ვიზიტის გამო მიუსაჯეს