ნინო ბურჯანაძე: ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე გამოძიების ახლა დაწყება სამარცხვინოა

„დემოკრატიული მოძრაობის“ თავმჯდომარე ნინო ბურჯანაძე აცხადებს, ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანაზე გამოძიების ახლა დაწყება სამარცხვინოა.

როგორც ნინო ბურჯანაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, პროკურატურამ უნდა დაიწყოს პირველ რიგში გამოძიება იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ არ ჩატარდა გამოძიება აქამდე.

„ის, რომ დღეს დაიწყო გამოძიება ვანო მერაბიშვილის საკნიდან გაყვანის თაობაზე მხოლოდ მას შემდეგ, რაც ამაზე მთელი ევროპა ალაპარაკდა, ეს არის სამარცხვინო და აღმაშფოთებელი. გამოიძიების დაწყებას საზოგადოება ადრეც ითხოვდა, მათ შორის მე და ჩემი თანამებრძოლებიც. არა აქვს მნიშვნელობა ვის ეხება დარღვევა, ვანო მერაბიშვილი იქნება, თუ აბსოლუტურად უდანაშაულო ადამიანი. პროცედურა დაცული უნდა იყოს ყველას მიმართ. ის, რომ ამდენი ხანი პროკურატურამ გამოძიება არ ჩაატარა, ეს არის სამარცხვინო”, – განაცხდა ნინო ბურჯანაძემ.

მისივე თქმით, უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, რომლებმაც გამოძიება აქამდე არ ჩაატარეს და რომლებმაც თავისი უმოქმედობით ან თავისი შეგნებული გარიგებით მოახდინეს ის, რასაც ევროსასამართლოს გადაწყვეტილება ჰქვია.

banner
წინა სტატიაშისუს-ი საგაზეთო მასალასთან დაკავშირებით, განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიასოროსის თქმით, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო გახდა ევროკავშირის დაშლის ფონზე