პოლონელ გენერალს, 2010 წელს კაჩინსკის სმოლენსკში ვიზიტის გამო მიუსაჯეს

პოლონელ გენერალს, 2010 წელს კაჩინსკის სმოლენსკში ვიზიტის გამო მიუსაჯეს

4ვარშავის სამხარეო სასამართლომ გენერალ პავლე ბელავნის წელიწადნახევარი პირობითი სასჯელი მიუსაჯა, მის მიერ პოლონეთის პრეზიდენტის, ლეხ კაჩინსკის სმოლენსკში ვიზიტის დაგეგმვის გამო.
ბელავნი 2010 წელს სამთავობო დაცვის ბიუროს ხელმძღვანელის მოადგილე იყო პოლონეთში. მას ბრალი ედება დაკისრებული მოვალეობის არასათანადოდ შესრულება, ორგანიზება და რეალიზებაში. პროკურატურის ვერსიით, მას კაჩინსკის საჰაერო გადაადგილების მარშრუტი არ ჰქონდა შესწავლილი.
გენერალმა ბრალი არ აღიარა.

შეგახსენებთ, რომ 2010 წლის 10 აპრილს პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის სამთავრობო თვითმფრინავი, რომელშიც პოლონეთის მთავრობა სრულად იმყოფებოდა, რუსეთში, სმოლენსკთან ჩამოვარდა. თვითმფრინავის ბორტზე 88 მგზავრი იყო.
კომისიამ დაადგინა, რომ კატასტროფა ეკიპაჟის და პილოტების არასწორმა მოქმედებამ გამოიწვია. მომხდართან დაკავშირებით, წელს პოლონეთში კომისია ხელახლა შეიქმნა.

banner
წინა სტატიაშისოროსის თქმით, რუსეთი მსოფლიოში ყველაზე დიდი სახელმწიფო გახდა ევროკავშირის დაშლის ფონზე
შემდეგი სტატიასუს-მა დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დევნილთა სამინისტროს თანამშრომელი დააკავა