სოროსი:”პუტინის რეჟიმი 2017 წელს გაკოტრების პირას იქნება”

სოროსმა ევროკავშირს მოუწოდა კიევს დამატებით გამოუყოს ფული

ამერიკელი ფინანსისტი და მილიარდელი ჯორჯ სოროსი თვლის, რომ რუსეთი 2017 წელს გაკოტრდება – ამის შესახებ მან საკუთარ Project Syndicate-ში დაწერა.
“პუტინის რეჟიმი 2017 წელს გაკოტრების პირას იქნება, მაშინ, როცა შიდა ვალების გადახდის დრო მოვა, პოლიტიკური ცვლილებები კი სწრაფად განვითარდება” – ნათქვამია ბლოგში.
სოროსის აზრით, აშშ-ს და ევროკავშირის ლიდერები დიდ შეცდომას უშვენებ, როცა თვლიან, რომ რუსეთი “ისლამურ სახელმწიფოსთან” ბრძოლის პოტენციური მოკავშირეა.
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი კოლაფსის თავიდან ასაცილებლად, ევროკავშირის პროვოცირებას დაიწყებს. ამის გაკეთების ყველაზე კარგი მეთოდი – ეს ევროპისკენ ლტოლვილების გაგზავნაა – წერს სოროსი.
ასევე, მისი თქმით, ევროკავშირი და პუტინი გადარჩენისთვის ბრძოლაში მონაწილეობენ და ჯერჯერობით არ არის ცნობილი, რომელი დაინგრევა პირველად.

banner
წინა სტატიაშიზაქარია ქუცნაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას” ვერ მოუნელებია ის, რომ ქუცნაშვილების ოჯახი ვერ წააქციეს
შემდეგი სტატია“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” იმერეთში კორუფციის შესაძლო ფაქტებს აქვეყნებს