ზაქარია ქუცნაშვილი: „ნაციონალურ მოძრაობას” ვერ მოუნელებია ის, რომ ქუცნაშვილების ოჯახი ვერ წააქციეს

ზაქარია ქუცნაშვილი - პრეზიდენტმა ხელი არ ჩამომართვა

“ნაციონალურ მოძრაობას ვერ მოუნელებია ის, რომ ქუცნაშვილების ოჯახი ვერ წააქციეს”, – ასე პასუხობს უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ირმა ნადირაშვილის მიერ გავცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმადაც 2012 წლის არჩევნების შემდეგ რამდენიმე მინისტრის, მინისტრის მოადგილისა და დეპუტატის ოჯახის წევრები და ნათესავები საჯარო და კერძო სექტორში დასაქმდნენ.

ქუცნაშვილმა განმარტა, რომ მისი მამა და ძმა 2012 წლამდეც მუშაობდნენ და მომავალშიც განაგრძობენ მუშაობას.

“თუ ვინმეს აღიზიანებს ის, რომ ჩემი ოჯახის წევრები მუშაობდნენ, მინდა ვუთხრა ყველას, რომ ისინი მუშაობდნენ და იმუშავებენ მომავალშიც. ჩემი წვლილი არის ის, რომ მე ვარ შვილი და ძმა, ჩემი წვლილი არის იმაში, რომ მიყვარს ჩემი ძმა და მშობლები”, – აცხადებს ზაქარია ქუცნაშვილი.

banner
წინა სტატიაშიდავით უსუფაშვილი: კოალიციის ერთიანობა რაიმე განცხადებაზე არ არის დამოკიდებული
შემდეგი სტატიასოროსი:”პუტინის რეჟიმი 2017 წელს გაკოტრების პირას იქნება”