“საერთაშორისო გამჭვირვალობა- საქართველო” იმერეთში კორუფციის შესაძლო ფაქტებს აქვეყნებს

,,საერთაშორისო გამჭირვალობა – საქართველომ“ დღევანდელ პრესკონფერენციაზე იმერეთის მუნიციპალიტეტებში ჩატარებული კვლევის შედეგები წარადგინა.

კვლევის მიზანი თანამდებობის პირების მიერ შევსებული ქონებრივი დეკლარაციები იყო, ასევე ის თუ, რამდენად გამართულად მიმდინარეობს, სახელმწიფო შესყიდვები, არსებობს თუ არა ინტერესთა კონფლიქტი და თანამდებობის პირების სამეწარმეო ინტერესები.

როგორ კვლევიდან ირკვევა რომ 2015 წლის 2 თებერვალს ვანის მუნიციპალიტეტსა და შპს ,,ამიკოს“ შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაში ვანის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ,ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომისიის თავმჯდომარის ამირან დვალიშვილის ინტერესები იკვეთება. ასევე ხონი მუნიციპალიტეტის მიერ განხორციელებულ სახელმწიფო შესყიდვებში, ხონის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქცია ,,ქართული ოცნების“ თავმჯდომარის კახა ფირცხალავას, შესაძლო ინტერესები იკვეთება. მსგავსი შემთხვევები დაფიქსირდა საჩხერისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტშიც.
თანამდებობის პირთა მიერ არასრულად შევსებული დეკლარაციების 5 ფაქტი გამოვლინდა ვანის, ბაღდათის,ხონის და საჩხერის მუნიციპალიტტებში. მაგ: ვანის გამგებლის ზაზა ხურციძის ცოლი წელია ინდ. მეწარმეა, თუმცა აღნიშნულის შესახებ არაფერია ნათქვამი მის ქონებრივ დეკლარაციაში.
,,საერთაშორისო გამჭირვალობა საქართველო“ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებს მოუწოდებს, გააძლიერონ პრევენციული მექანიზმები შესაძლო კორუფციული გარიგებების თავიდან ასაცილებლად.

banner
წინა სტატიაშისოროსი:”პუტინის რეჟიმი 2017 წელს გაკოტრების პირას იქნება”
შემდეგი სტატიადავით უსუფაშვილი: პრეზიდენტს ექსკლუზიური უფლება აქვს, პარლამენტს ეროვნული ბანკის საბჭოს წევრობის კანდიდატურა შესთავაზოს