სოფო ნიჟარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ

მომღერალ სოფო ნიჟარაძეს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში ლაივკონცერტის დასრულებისთავე ფიზიკურად გაუსწორდნენ. მოულოდნელად სცენაზე უცნობი მამაკაცი აიჭრა და მომღერალს სახეში მუშტი დაარტყა. დამნაშავე ფილარმონიის დაცვამ სცენიდან გაიყვანა,თუმცა გაქცევა მოახერხა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება მომხდარიდან რამოდენიმე წუთში დაიწყო.გავრცელებული ინფორმაციით დამნაშავის მობილური ტელეფონი დარჩა.

ადგილზე მობილიზებული იყო შინაგან საქმეთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური და სასწრაფო დახმარების ბრიგადა.  მომღერალი ,,new hospital” – ში გადაიყვანეს. სოფომ ჟურნალისტებთან საუბარი არ ისურვა. ასევე დაუდასტურებელი ინფორმაციით დამნაშავეს მომღერალთან კონფლიქტი არაერთხელ ჰქონია. ფილარმონიაში მომხდარი ინციდენტის დაფიქსირება მხოლოდ Funtime-ის ობიექტივმა შეძლო.

Funtime

nnijnijaaalkj

 

 

 

banner
წინა სტატიაშიკონსტანტინე გამსახურდია: “ინტერვიუ არ შედგა”
შემდეგი სტატიამნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციაზე მკაფიო პოზიტიური მესიჯი გავუგზავნოთ