მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს მოქალაქეებს ვიზალიბერალიზაციაზე მკაფიო პოზიტიური მესიჯი გავუგზავნოთ

gabrieliაშკარაა, რომ საქართველო ევროკავშირის სამეზობლო პოლიტიკის კონტექსტში სტრატეგიული პარტნიორია,- ამის შესახებ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის საკითხზე მომხსენებელმა, მარია გაბრიელმა ევროპარლამენტში, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, “საქართველოს ხელისუფლება ქვეყნის დემოკრატიზაციისა და დემოკრატიის კონსოლიდაციის კუთხით ძალისხმევას მიმართავს, რასაც ჩვენ ვაფასებთ”.

„ევროკავშირი ხედავს კონკრეტული მაგალითებს. როგორც მომხსენებელმა ვიზალიბერალიზაციის საკითხზე, მსურს, პირდაპირ განვაცხადო, – მრავალ საქმეზე ვიყავი მომხსენებლი და ჩემი პოზიცია ყოველთვის მკაფიო იყო. მე მხარს ვუჭერ ევროკავშირის სავიზო პოლიტიკის ლიბერალიზაციას. როცა სავიზო საკითხებზეა საუბარი, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, ვინ არის ამ პოლიტიკის ცენტრში. ამ შემთხვევაში ესენი არიან საქართველოს მოქალაქეები. დღეს მნიშვნელოვანია, რომ მათ მკაფიო პოზიტიური მესიჯი გავუგზავნოთ. სავიზო პოლიტიკას მე განვიხილავ ძლიერ ინსტრუმენტად ხალხებს შორის კონატქტების განვითარებისთვის. ეს ასევე არის ინსტრუმენტი, რომელიც ეკონომიკურ და კულტურულ კავშირებს უწყობს ხელს. ჩვენ უნდა განვიხილოთ სავიზო პოლიტიკა, როგორც სხვადასხვა სფეროში პოლიტიკური დიალოგის გაძლიერების ინსტრუმენტი“,-აღნიშნა მარია გაბრიელმა სიტყვით გამოსვლისას.

banner
წინა სტატიაშისოფო ნიჟარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ
შემდეგი სტატიაგიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოს ხელისუფლება შეძლებს კორცხელის მსგავსი ხარვეზების გადალახვას