კონსტანტინე გამსახურდია: “ინტერვიუ არ შედგა”

კონსტანტინე (კოკო) გამსახურდია“ჩემი გადაწყვეტა მაქვს ისეთი რთული ინტერვიუს შემთხვევებში, როგორიც ამას წინათ ვნახეთ – ვგულისხმობ ბიძინა ივანიშვილის ინტერვიუს სალომე ასათიანთან. ამ თემაზე მხოლოდ ის შემიძლია ვთქვა, რომ ინტერვიუ არ შედგა.
ეს მოხდა იმის გამო, რომ ინტერვიუს ამღები ფიქრობდა, თუ დავაცალე, რესპონდენტი არც თუ მნიშვნელოვან ამბებზე ისაუბრებს თავისთვის სასარგებლო კალაპოტში და ძირითად დროს წაიღებს, ჩვენ კი სულ საათი და 20 წუთი გვაქვსო. ხოლო რესპონდენტი ცდილობდა, არ გაყოლოდა კორესპონდენტს შეკითხვებში და თავთხელ წყალში დარჩენილიყო. შედეგიც სახეზეა – საუბარი შედგა ვითომ ყველაფერზე, სინამდვილეში კი არაფერზე; გადავიდა უაზრო კამათში, ბრალდებებში, ვერბალური კინკლაობის პინკ-პონკში.
ანალოგიური ინტერვიუ შესაძლოა უფრო მეტად შედგეს, თუ დაწესდება დრო – მაგალითად ინტერვიუს წამყვანისთვის1 წუთი შეკითხვისთვის პლუს 20 წამი გონგიდან, რის შემდეგაც იგი გაითიშება. ხოლო რესპონდენტისთვის შეიძლება ეს იყოს 4 წუთი პლუს ასევე 20 წამი გონგიდან. ამის შემდეგ ისიც გაითიშება.
ვფიქრობ, ასეთ შემთხვევაში ინტერვიუ შეიძლება შედგეს, რადგან ორივე მხარეს ემახსოვრება, რომ სწრაფად, მოკლედ
და კონკრეტულად მოახდინოს თავისი პოზიციის ფორმულირება. რამდენადაც ჩემს ფრენდლისტში ჟურნალისტებიც არიან, უპირველეს ყოვლისა მათი აზრი იქნება საინტერესო”-წერს კონსტანტინე გამსახურდია “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე.

banner
წინა სტატიაში(video) სანდრა რულოვსი: საქართველო უკან მიდის და ქვეყანაში არ არის კარგი მდგომარეობა
შემდეგი სტატიასოფო ნიჟარაძეს ფიზიკურად გაუსწორდნენ