სოფო კილაძე : აგვისტოს ომთან დაკავშირებით სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება ხდება

საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე სოფო კილაძე მიიჩნევს, რომ აგვისტოს ომთან დაკავშირებით პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორი ინტერპრეტირება ხდება.

როგორც ჟურნალისტებს კილაძემ განუცხადა, ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა რა ნაბიჯები გადადგა, საზოგადოებამ იცის.

„მგონია, რომ თავიდანვე სალომე ზურაბიშვილის განცხადების არასწორი ინტერპეტირება მოხდა. ყველა ვთანხმდებით, რომ ჩვენი სამშობლო ყველაზე პრიორიტეტულია. ყველანი ვთანხმდებით, რომ ქვეყანა ოკუპირებულია და ეს რუსეთის პირდაპირი პოლიტიკა იყო. მიხეილ სააკაშვილმა რა ნაბიჯები გადადგა, საზოგადოებამ იცის. ამაზე აპელირება და არასწორი ინტერპრეტირება სიტუაციას უფრო ძაბავს. სჯობს, იმ ნაბიჯებზე ვიფიქროთ, რაც ხელს შეუწყობს დეოკუპაციას“, – განაცხადა სოფო კილაძემ.

banner
წინა სტატიაშითეა წულუკიანმა ესკორტის ოფიცრებს ახალი უნიფორმები გადასცა
შემდეგი სტატია“ახალი თაობა”-ზვიად სიჭინავა “ოცნებასთან” აწარმოებს მოლაპარაკებებს…