,,წინა ხელისუფლებას მცირედი შეცდომა მაინც რომ ეღიარებინა, დღემდე უამრავი ადამიანი სამართლის ძიებაში არ იქნებოდა”

სახალხო დამცველის მრჩეველი მორის შალიკაშვილი, რომელმაც საქმე დეტალურად შეისწავლა, გაოგნებული იყო და ამბობდა, რომ უვადო პატიმრობისთვის ადამიანები ისე გაიმეტეს, საქმეში მტკიცებულებები არ არსებობდა – განაცხადა უფლებადამცველმა, სოფო ხორგუანმა გადაცემა 2030-ში.

“გია გვიჩიანიდან ვიცი, რომ ცრუ მოწმემ, რომლის იმედი ჰქონდათ, რომ სადღაც გამოიყენებდნენ, მთელი საგამოძიებო სისტემა ტყუილზე წამოაგო. ხელისუფლება მიხვდა, რომ ჩიხში აღმოჩნდა, მაგრამ შეცდომის აღიარება გაუჭირდათ”, – განაცხადა ხორგუანმა.

მისი თქმით, წინა ხელისუფლებას მცირედი შეცდომა მაინც რომ ეღიარებინა, დღემდე უამრავი ადამიანი სამართლის ძიებაში არ იქნებოდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ შეწყალების კომისიამ გია გვიჩიანს რეკომენდაცია 2-ჯერ გაუწია, მაგრამ პრეზიდენტმა შეწყალების აქტს ხელი არ მოაწერა.

“ამის გამო, პრეზიდენტზე ძალიან გაბრაზებული ვარ. როგორც ჩანს, მას პასუხისმგებლობის აღების ეშინია. პრეზიდენტის სამართლებრივმა მრჩეველმა, კახა კოჟორიძემ ეს საქმე დეტალურად იცის და ვფიქრობ, პრეზიდენტს ურჩევს, მაგრამ პრეზიდენტი არ ისმენს და არ ხედავს. არადა, მას მხოლოდ ამის გაკეთება შეუძლია”, – განაცხადა სოფო ხორგუანმა.

banner
წინა სტატიაშისაქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლის იუბილეს აღნიშნავს
შემდეგი სტატიაალა პუგაჩოვამ Instagram-ის საკუთარ გვერდზე შვილების ფოტოები გამოაქვეყნა