საქართველოს შეიარაღებული ძალები 25 წლის იუბილეს აღნიშნავს

sheiaraxebuli-dzalebiხვალ, 4 მაისს, 10:00 საათზე, ვაზიანში IV მექანიზირებული ბრიგადის ბაზაზე საქართველოს შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 25 წლისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება. სამხედრო მოსამსახურეებს ქართული არმიის დღეს საქართველოს სამხედრო ძალების უმაღლესი მთავარსარდალი, პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი, პარლამენტის თავმჯდომარე დავით უსუფაშვილი, თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და გენერალური შტაბის უფროსი, გენერალ-მაიორი ვახტანგ კაპანაძე მიულოცავენ.
შეიარაღებული ძალების 25 წლის იუბილისადმი მიძვნილი ღონისძიების დასრულების შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და სს საქართველოს ბანკს შორის მემორანდუმი IV მექანიზირებული ბრიგადის საკონფერენციო დარბაზში გაფორმდება. დოკუმენტს ხელს საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი და სს საქართველოს ბანკის გენერალური დირექტორი მურთაზ კიკორია მოაწერენ. მემორანდუმის თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების წარმომადგენლებისთვის ახალი სახელფასო ბარათი ARMY CARD შეიქმნება, რომელიც მფლობელებს შესაძლებლობას მისცემს კვების ობიექტებში, სუპერმარკეტებში, სააფთიაქო ქსელში, ბენზინგასამართ სადგურზე, საყოფაცხოვრებო ტექნიკის მაღაზიებში, სპორტულ-გამაჯანსაღებელ, კულტურულ და საგანმანათლებლო დაწესებულებებში ფასდაკლებებით ისარგებლონ.

banner
წინა სტატიაში(+ვიდეო ) ჟურნალისტებზე თავდასხმის ფაქტზე სააკაშვილმა პირველი კომენტარი გააკეთა
შემდეგი სტატია,,წინა ხელისუფლებას მცირედი შეცდომა მაინც რომ ეღიარებინა, დღემდე უამრავი ადამიანი სამართლის ძიებაში არ იქნებოდა”