ალა პუგაჩოვამ Instagram-ის საკუთარ გვერდზე შვილების ფოტოები გამოაქვეყნა

maqsiiiiiiiiiiiiiklavdiaრუსული ესტრადის ყველაზე სახელოვანმა ვარსკვლავმა ალა პუგაჩოვამ Instagram-ის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა შვილების ფოტოები. პირველ ფოტოზე, რომელზეც ვაჟიშვილი გარი მამასთან, შოუმენ მაქსიმ გალკინთან, ერთად არის გადაღებული, მომღერალმა ასეთი წარწერა დაურთო – „ჩემი საყვარელი ბიჭები“. მეორე ფოტოზე გამოსახულია ქალიშვილი ლიზა, წარწერით „პუგაჩოვოჩკა“. მომხმარებლები აქტიურად ეხმიანებიანებინ ამ ფაქტს და აღნიშნავენ ბავშვებისა და მშობლების მსგავსებას. თითოეულმა ფოტომ უკვე 30 000 „ლაიქი“ მოაგროვა. შეგახსენებთ, რომ 2013 წელს პუგაჩოვას და გალკინს შეეძინათ ტყუპები, რომლებიც სუროგატი დედის მეშვეობით მოევლინენ ქვეყანას.
საუბრის დასასრული

banner
წინა სტატიაში,,წინა ხელისუფლებას მცირედი შეცდომა მაინც რომ ეღიარებინა, დღემდე უამრავი ადამიანი სამართლის ძიებაში არ იქნებოდა”
შემდეგი სტატიაRadiohead-მა ახალი კლიპი გამოუშვა- Burn The Witch (ვიდეო)