სოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ოთხი ადამიანია დაჭრილი – შსს-ს ოფიციალური განცხადება

საქართველოს შინაგან სამეთა სამინისტრო მარნეულის რაიონისსოფელ ყიზილაჯლოში მომხდარ ფაქტზე ოფიციალურ განცხადებას ავრცელებს.
უწყების ცნობით, გუშინ გვიან ღამით, პარტია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე, დაუდგენელმა პირმა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით 4 პირი დაჭრა.

შსს-ს ცნობით, დაჭრილები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ საავადმყოფოში გადაიყვანა. მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტროში გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს.

შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი მღებრიშვილი მომხდარიდან მალევე ჩავიდა შემთხვევის ადგილზე და მიმდინარე გამოძიების დეტალებს, ასევე, დაჭრილი პირების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ინფორმაციას პირადად გაეცნო.

banner
წინა სტატიაშიდავით სერგეენკო – ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა
შემდეგი სტატიაწულუკიანი: ყიზილაჯლოში მომხდარის პოლიტიზება ვერ მოხდება მხოლოდ იმის გამო, რომ ერთ-ერთ დაჭრილი მაჟორიტარობის კანდიდატია