დავით სერგეენკო – ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთის მდგომარეობა მძიმეა

სოფელ ყიზილაჯლოში დაჭრილთაგან ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ერთი პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, მეორის საშუალო სიმძიმის, – ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა, დავით სერგეენკომ მარნეულის საავადმყოფოდან გამოსვლის შემდეგ განაცხადა, სადაც დაშავებულთა მდგომარეობას გაეცნო.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, დაჭრილთა თბილისში გადაყვანა ამ ეტაპზე არ იგეგმება. დავით სერგეენკოს ინფორმაციით, სულ ხუთი პირია დაჭრილი.

შეგახსენებთ, მარნეულის რაიონში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს და მის თანმხლებ პირებს ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლეს. მაჟორიტარობის კანდიდატს და მისი თანმხლები პირებიდან ერთს გადაუდებელი ოპერაცია უტარდება. ადგილზე ჩავიდა და კომენტარი გააკეთა შინაგან საქმეთა მინისტრმა. მარნეულში ასევე ჩავიდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი არჩილ თალაკვაძე.

banner
წინა სტატიაშირამდენიმე წუთის წინ მთაწმინდაზე ახალგაზრდა მამაკაცი დაჭრეს
შემდეგი სტატიასოფელ ყიზილაჯლოში მომხდარი თავდასხმის შედეგად სულ ოთხი ადამიანია დაჭრილი – შსს-ს ოფიციალური განცხადება