სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა

თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის კახეთის განყოფილების უფროსმა განაცხადა.

ნელი ხიზანიშვილის ინფორმაციით, ჩვილი თელავში ბავშვთა კლინიკაში მკურნალობდა, სადაც კორონავირუსისთვის დამახასიათებული სიმპტომების გამო, ექიმებმა მისთვის ვირუსზე ტესტის აღება გადაწყვიტეს.

ამჟამად ბავშვი თბილისის ინფექციურ საავადმყოფოშია მოთავსებული.

ინფიცირების წყარო ჯერჯერობით უცნობია.

სოფელ ყარაჯალაში ეპიდემიოლოგები კონტაქტების მოძიებაზე მუშაობენ.

11 ადამიანის ანალიზი ლუგარის ლაბორატორიაში უკვე გაიგზავნა. პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

banner
წინა სტატიაში“ოპოზციის შიგნით, ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის”
შემდეგი სტატიაირაკლი კობახიძე-როგორი კონფიგურაციითაც არ უნდა გავიდეს ოპოზიცია ამ არჩევნებზე, „ქართული ოცნება“ დამაჯერებლად გაიმარჯვებს საპარლამენტო არჩევნებში