“ოპოზციის შიგნით, ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის”

თუ ვინმეს გონია, თუნდაც პოლიტიკური მოსაზრებების გამო, მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ აქაც ვერ თანხმდებიან, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა.

„თუ ვინმეს გონია, თუნდაც სუბიექტურად, პოლიტიკური მოსაზრებების გამო, რომ მომგებიანია შალვა ნათელაშვილთან მის ფანჩატურში „ნაციონალური მოძრაობის“ ირგვლივ გაერთიანება, ეს მათი საქმეა, მაგრამ როგორც ვხედავთ, უთანხმოება აქვთ იმის გამო, რომ ვერ გაიყვეს ადგილები, სიის ფორმირებაზე ვერ ჩამოყალიბდნენ. ახლა თქვენ გაჯერებენ ჟურნალისტებსა და საზოგადოებას, რომ რაღაც რეიტინგები აქვთ, მაგრამ არ აქვეყნებენ ცოცხალი თავით. ისტერიულად ატარებენ კვლევებს, არ აქვეყნებენ, მაგრამ კარგად იციან, ძალიან დაბალი რეიტინგები აქვთ. ამ ფონზე, ისინი ერთმანეთს ებრძვიან პარლამენტში ადგილებისთვის, მეტი მიზანი არ გააჩნიათ. დიდი ბრძოლაა შიგნით, ცდილობენ, ეს არ გამოვიდეს, მაგრამ მაინც გამოდის გარეთ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

banner
წინა სტატიაში“ივანიშვილი პარტიაში ნომერ პირველია, თუ გადაწყვეტს, სიაში პირველი იქნება”
შემდეგი სტატიასოფელ ყარაჯალაში 10 თვის ბავშვს კორონავირუსი დაუდასტურდა