სოფელ ეწერში ხანძრისგან სახლი დაიწვა

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის სოფელ ეწერში, ბიჭიკო ციმინტიას საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა. ჯერ-ჯერობით უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა სახლის მეპატრონის ინფორმაციით, ცეცხლი გაზის ბალონის აალების შედეგად გაჩნდა.

შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ადგილზე იმყოფებოდნენ წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერის პირველი მოადგილე ცოტნე შონია და მერიის ინფრასტრუქტურის, ურბანიზაციისა და მშენებლობის სამსახურის უფროსი ჯემალ კვარაცხელია. “თაიმერის” ინფორმაციით, მეხანძრეები ადგილზე მუშაობენ და მიმდინარეობს ხანძრის გავრცელების კერების ლოკალიზება.

ადგილზე მობილიზებული იყო როგორც წალენჯიხის, ასევე ზუგდიდის საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს სახანძრო ეკიპაჟები.

banner
წინა სტატიაშიდე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაცია უფრო მეტად იძაბება
შემდეგი სტატიალარი აშშ დოლართან და ევროსთან მიმართებაში დღეს კიდევ გაუფასურდა