დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკაში პოლიტიკური სიტუაცია უფრო მეტად იძაბება

სოხუმში დაწყებულ საპროტესტო აქციას, რომელიც საპარალმენტო არჩევნების გადადების მოთხოვნით დაიწყო და მთავრობის გადაყენების მოთხოვნით გრძელდება, სულ უფრო მეტი ხალხი უერთდება. აქციას მხარდამჭერები, სხვადასხვა ქალაქიდან, და სხვადასხვა ოპოზიციური პარტიებიდან უერთდება. პროტესტანტებმა ბზიფთან და ტამიშთან გზები გადაკეტეს.

გუშინ დაწყებული აქცია წუხელ არ დაშლილა და, როგორც მონაწილეები ამბობენ, მანამდე გაგრძელდება, სანამ მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებენ.

ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, დღის განმავლობაში მომიტინგეებსა და ადგილობრივ სამართალდამცველებს შორის ურთიერთობაც დაიძაბა, რომელიც მალევე მოგვარდა.

შეგახსენებთ,საპროტესტო აქციის ორგანიზატორია დე-ფაქტო აფხაზეთის რესპუბლიკის სახელმწიფოებრიობის დაცვის მოძრაობა და მისი ხელმძღვანელი თეიმურაზ ხიშბა. 2 მაისს ოპოზიციურმა ბლოკმა განაცხადა, რომ აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პრეზიდენტობის კანდიდატად ასლან ბჟალიას წარადგენენ. 16 მაისს კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბჟალია მოწამლეს, რის შემდეგადაც ის სასწრაფოდ გადაიყვანეს მოსკოვის საავადმყოფოში. თვითგამოცხადებული რესპუბლიკის ოპოზიციური ძალების უკმაყოფილება ამ ფაქტიდან დაიწყო. მალე ბჟალიასთან ერთად იგივე სიმპტომები აღმოაჩნდა მისი დაცვის ორ წევრსაც, რომლებიც, ასევე, მოსკოვში, სკლიფასოვსკის კლინიკაში არიან გადაყვანილები.

banner
წინა სტატიაშივერც ერთმა ხელისუფლებამ ვერ უნდა მისცეს თავს უფლება, თქვას, რომ არის ბოლომდე წარმატებული, სანამ გადაუჭრელი გვაქვს ოკუპაცია და სიღარიბე – პრემიერი
შემდეგი სტატიასოფელ ეწერში ხანძრისგან სახლი დაიწვა