სოფელ დიდი ჭყონის მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციის დარღვევის გამო სამართალდამცველებმა საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს

მარტვილის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის დირექტორის როზა ჯანაშიას თქმით,სოფელ დიდი ჭყონის მცხოვრები მამაკაცი,რომელიც 11 მარტს მანქანით ჩამოვიდა გერმანიიდან,თვითიზოლაციის დარღვევის გამო სამართალდამცველებმა საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.
” მეზობლები იყვნენ მანქანის საყიდლად წასულები. ჩვენ ეგრევე ავიყვანეთ აღრიცხვაზე,ერთმა დაარღვია,წასულა ბათუმში და უბნის რწმუნებულის მეშვეობით პოლიციამ გადაიყვანა საკარანტინო ზონაში”,-გვითხრა როზა ჯანაშიამ. დღეს ჩხოროწყუდანაც თვითიზოლაციის წესის დარღვევის გამო ირი პირი იძულებით კარანტინში გადაიყვანეს.

banner
წინა სტატიაშითენგიზ ცერცვაძე – პრემიერმა აიღო პირდაპირი მართვა თავის ხელში, რომელიც პირველივე დღეებიდანვე გამოდგა ძალიან ეფექტური
შემდეგი სტატია„მადლიერების ტაში“