„მადლიერების ტაში“

საქართველოში ზუსტად 21:00 საათზე მოქალაქეებმა ექიმებისადმი მადლიერება აპლოდისმენტებით გამოხატეს. მათ აივნებიდან ტაშით გაამხნევეს ექიმები, მთელი სამედიცინო პერსონალი, რომლებიც ზრუნავენ მოქალაქეების ჯანმრთელობაზე.საქართველოში კორონავირუსი 38 ადამიანს დაუდასტურდა, მათგან ერთი ინფექციური კლინიკიდან უკვე გაეწერა. ვირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა ქვეყანაში 2020 წლის 26 თებერვალს დადასტურდა. დაავადებული საქართველოს მოქალაქე ქვეყანაში აზერბაიჯანის გავლით ირანიდან შემოვიდა.

banner
წინა სტატიაშისოფელ დიდი ჭყონის მცხოვრები მამაკაცი თვითიზოლაციის დარღვევის გამო სამართალდამცველებმა საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს
შემდეგი სტატიადღეს ქვეყანაში 1946 სასუნთქი აპარატია