სოფელ ბერშუეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება

სოფელ ბერშუეთის მკვიდრი მამა-შვილი რუსმა ოკუპანტებმა საქართველოს მიერ კონტროლირებადი ტერიტორიიდან წაიყვანეს – ამტკიცებენ ზაუტაშვილების ოჯახის წევრები.

მათი თქმით, რიონ და გიორგი ზაუტაშვილები საქონელს საცხოვრებელ სახლთან ახლოს აძოვებდნენ, რა დროსაც ისინი შეიარაღებულმა პირებმა ე.წ. საზღვრის უკანონო დარღვევისთვის დააპატიმრეს და ცხინვალში გადაიყვანეს.

გატაცებულის ახლობლები ამბობენ, რომ გიორგი ზაუტაშვილი გატაცებული ერთ-ერთი მამაკაცი თითქმის 80 წლის არის და ის რამდენიმე დღის წინ გულის პრობლემების გამო კლინიკაში იმყოფებოდა. ამჟამად კი მისთვის აუცილებელია შესაბამისი მედიკამენტების მიღება, რომელიც მას თან არ აქვს.

ოჯახი ვარაუდობს, რომ უქმე დღეების გამო დაკავებულების გათავისუფლება დღეს ვერ მოხერხდება.

banner
წინა სტატიაშიფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოსა და უკრაინისთვის
შემდეგი სტატიამსხალგორის ტყეში ნაპოვნი ცხედარი თანასოფლელებმა ამოიცნეს