ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოსა და უკრაინისთვის

ფინეთი მზად არის მხარი დაუჭიროს ვიზალიბერალიზაციის პროცესს საქართველოსა და უკრაინისთვის, თუმცა თურქეთისა და კოსოვოს მხარდაჭერაზე თავს იკავებს. მედიის ინფორმაციით, განცხადება ამ თემაზე ფინეთის სახელმწიფო მდივანმა გააკეთა.

ოლი-პეკი ჰეინონენი მიიჩნევს, რომ საქართველოსა და უკრაინას ყველა მოთხოვნა აქვს შესრულებული, შესაბამისად ფინეთი მზად არის დღესვე დაუჭიროს მხარი ამ ქვეყნებისთვის სავიზო რეჟიმის გაუქმების საკითხს. რაც შეეხება თურქეთსა და კოსოვოს, საკითხი ღიად რჩება, რადგან ფინეთის სახელმწიფო მდივნის თქმით, ამ ქვეყნებს ვიზალიბერალიზაციისთვის აუცილებელი მოთხოვნები ამ ეტაპისთვის სრულად არ დაუკმაყოფილებიათ.

banner
წინა სტატიაშიმესტიაში მცხოვრებ დევნილ და ეკომიგრანტ ოჯახებს დახმარება გადაეცათ
შემდეგი სტატიასოფელ ბერშუეთიდან ოკუპანტების მიერ გატაცებული მამა-შვილის გათავისუფლება ამ დრომდე ვერ ხერხდება