სოფელ ბაკურციხეში, პურის საცხობში გარდაცვლილი კაცი იპოვეს

გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფელ ბაკურციხეში, პურის საცხობში გარდაცვლილი კაცი იპოვეს.

35 წლამდე ასაკის კაცის ცხედარი თანამშრომლებმა დღეს დილით ნახეს.

გარდაცვლილი წარმოშობით წნორიდანაა. ადგილობრივები ვარაუდობენ, რომ ის შესაძლოა, ბუნებრივი აირით გაიგუდა, რადგან საცხობში პური გაზის გამოყენებით ცხვება.

შემთხვევის ადგილზე პოლიციამ საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა. ცხედარი გურჯაანის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.

banner
წინა სტატიაშიპროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო
შემდეგი სტატიალისის ტბის მიმდებარე კერძო ტერიტორიების განაშენიანება მხოლოდ გარემოსდაცვითი და ქალაქმშენებლობითი ინტენსიური კვლევების შედეგად მიღებული რეკომენდაციებით დაიშვება