პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლომ ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო

საქართველოს პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლომ, ჯგუფურად ჩადენილი დიდი ოდენობით თაღლითობის ფაქტზე ბრალდებული დამნაშავედ ცნო.

საქართველოს პროკურატურის მიერ ჩატარებული გამოძიებით და სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ მსჯავრდებულმა და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფმა უცხო ქვეყნის ორმა მოქალაქემ, ყალბი მინდობილობების საფუძველზე, საქართველოში მოქმედი, უცხო ქვეყნის მოქალაქეების მიერ დაფუძნებული ერთ-ერთი კომპანიის კუთვნილი, მცხეთის და კასპის რაიონებში მდებარე – დაახლოებით 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები მოტყუებით გადააფორმეს მსჯავრდებულის ოჯახის წევრის სახელზე.

საქმეზე გამოძიების დაწყებისთანავე, პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე ყადაღა დაედო დანაშაულებრივად მოპოვებულ მიწის ნაკვეთებს, რითაც მსჯავრდებულს და მასთან დანაშაულებრივ კავშირში მყოფ პირებს არ მიეცათ მისი განკარგვის შესაძლებლობა.

ასევე, სასამართლოს განაჩენით, უცხო ქვეყნის მოქალაქეების კუთვნილ დაზარალებულ საწარმოს სრულად დაუბრუნდა თაღლითურად დაუფლებული 1 501 787 ლარის ღირებულების დაახლოებით, 500 000 კვ.მ. მიწის ნაკვეთები.

banner
წინა სტატიაშიდავითულიანი – გიგი უგულავას ურჩევნია, საკუთარ თავს მიხედოს, ზედმეტებში გადადის
შემდეგი სტატიასოფელ ბაკურციხეში, პურის საცხობში გარდაცვლილი კაცი იპოვეს